2015-08-24 16:53:33, 592 ნახვა
ეკონომიკა
დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რის მიხედვითაც 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3640 ლარი გახდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0304 ლარი შეადგინა.
რაც შეეხევა ევროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ევროს შეძენა 2.7162 ლარად იქნება შესაძლებელი.
ევროსთან მიმართებაში ლარის გაცვლითმა კურსმა 0.820 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან