00:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 10:29:23, 743 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გენერალური მდივანი იმყოფება

24-25 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენელთა ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ბანკის გენერალური მდივანი ჯინ ლიქუნი, რომელმაც პირველი ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართა. შეხვედრას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - მიხეილ ჯანელიძე და ირმა ქავთარაძე ესწრებოდნენ.

„აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის  წარმომადგენლებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შეიძლება დააფინანსოს ბანკმა. მათი მხრიდან  გამოითქვა მზადყოფნა, რომ ასევე მხარს დაუჭერენ საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაფინანსდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო  აზიის  ინფრასტრუქტურის  საინვესტიციო  ბანკის  (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. ბანკის საქმიანობის   ძირითადი   მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, ასევე ინვესტირება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. ბანკი 57 ქვეყნის მიერ არის დაფუძნებული და მისი საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის 30%  წილის მფლობელი ჩინეთია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics