00:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 17:06:47, 522 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს მასპინძლობს

საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 24-25 აგვისტოს, თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა იმართება(Chief Negotiators’ Meeting), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 57 დამფუძნებელი ქვეყანა.
საქართველო  აზიის  ინფრასტრუქტურის  საინვესტიციო  ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.
ბანკის საქმიანობის   ძირითადი  მიმართულებები იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირების გზით. ბანკის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
უწყების ინფორამციით, თბილისში შეხვედრისას, განხილული იქნება ბანკის დაფუძნებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მოხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა.
ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ვიზიტისას, გაიმართება ბანკის გენერალური მდივნის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან. 
სტუმრები გაეცნობიან  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადსხვა სექტორში, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics