2015-08-21 12:43:47, 631 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობის ფასი ექვსი წლის წინანმდელ მინიმუმამდე დაეცა
ნავთობის ფასი ექვსი წლის წინანმდელ მინიმუმამდე დაეცა. ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 46.22 დოლარი შეადგინა.
ამერიკული WTI-ს მარკის ნავთობის ფასი კი 40.97 დოლარს შეადგენს.
ნავთობის ფასებზე ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება, აშშ–ში ნავთობის მარაგის ზრდა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა მოქმედებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან