2015-08-20 16:56:04, 684 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3271 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.3245 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6005 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.5646 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0359 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან