2015-06-17 20:56:50, 584 ნახვა
სამართალი
ზოოპარკის დირექტორი და თანამშრომლები პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხნენ
თბილისის ზოოპარკის დირექტორი და ზოოპარკის თანამშრომლები პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხნენ.
ასევე, იგეგმება კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დაკითხვა.
ცნობისთვის, ვეფხვის მიერ ერთი მოქალაქის დაგლეჯის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამ ეტაპზე ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან