2015-01-20 22:45:55, 1011 ნახვა
Lifestyle
ნანუაშვილი: კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ფეისბუქში“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება:
"იქ, სადაც ათასობით ადამიანი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს;
იქ, სადაც ეფექტური გამოძიება არაერთ საქმეზე კვლავ სერიოზული პრობლემაა;
იქ, სადაც დაუსჯელობის სინდრომი კვლავ გამჯდარია;
იქ, სადაც არ იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმი;
სადაც წამების მსხვერპლნი კვლავ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ათასობით ადამიანი კვლავ საქმის გადასინჯვას,
იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს frown emoticon", - წერს უჩა ნანუაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან