00:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 16:19:52, 431 ნახვა

სამართალი
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზების კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად,  მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.

როგორც ხაჩიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კანონპროექტით შემცირებულია ჯარიმებიც. კერძოდ, მარიხუანას პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.

" საუბარია მხოლოდ მარიხუანაზე, რომ ხშირი რაოდენობით განმეორებით მოხმარება აღარ იწვევდეს სისხლის სამართლებრივ  დევნას და გრძელდებოდეს ადმინისტრაციული სასჯელის ფარგლებში.აქვე შემცირებული მაქვს ინიციატივაში, რამდენად გაითვალისწინებენ დეპუტატები ვერ გეტყვით, რომ პირველ ჯერზე იყოს 100 ლარი გადასახადი და შემდეგ ყველა ჯერზე იყოს 300 ლარი ჯარიმა და არა სისხლის სამართლის დევნა.ანუ, მარიხუანას მცირე რაოდენობით მოხმარება -შენახვაზე, მცირე რაოდნეობაში ვგულისხმობ იმას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, რომ არ იჭერდნენ",-განუცხადა გოგა ხაჩიძემ "ექსპრესნიუსს".

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics