|
2018-05-17 15:12:57, 9023 ნახვა
High - Tech
LENOVO Z5 - ნამდვილი უჩარჩო სმარტფონი დღის შუქს მალე იხილავს
Lenovo Group-ის პრეზიდენტი ჩანგ ჩენგი 2018 წლის ფლაგმანს LENOVO Z5 აანონსებს. კონცეპტის რენდერებიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ სმარტფონს არც ჩარჩოები და არც ე.წ "მონოწარბი" არ ექნება. როგორც ჩანს 2018 წელს "ლენოვო" გამოუშვებს სმარტფონს, რომლის ეკრანი წინა პანელის 95% დაიკავებს, რაც დღესდღეობით რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის iPhone X-ის ეკრანი წინა პანელის 82,9% იკავებს. ჯერჯერობით უცნობია იქნება სმარტფონი 100% ის, რაც "რენდერებზე" ჩანს, თუ "ლენოვო" მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს, მაგრამ ჩენგი მომხმარებელს "4 ტექნოლოგიურ ბუმს" ჰპირდება. სმარტფონის კორპუსი სავარაუდოდ მეტალისგან იქნება დამზადებული, აგრეთვე უკვე ცნობილია, რომ გაჯეტს ყურსასმენისთვის განკუთვნილი პორტი არ ექნება. სალაპარაკო დინამიკისა და წინა კამერის განლაგება ჯერჯერობით უცნობია. არის მოლოდინი, რომ სმარტფონის წინა კამერა კორპუსის ზედა ნაწილში სპეციალურ ღილაკში იქნება განთავსებული, მაგრამ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. LENOVO Z5-ის ოფიციალური რელიზი, პრეზენტაციის დღე და ფასი ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)