17:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 10:47:48, 368 ნახვა

სამართალი
შსს-მ სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნუცუბიძის მე-4 მ/რ სუპერმარკეტ "ზღაპარ"-ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ძმები 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1989 წელს დაბადებული ბექა დ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება 112-ის საშუალებით მიიღეს. ადგილზე მისულებს კი, სამი ნიღბიანი პირი დახვდათ, რომლებიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები.

" საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ბრალდებულებს მოუწოდეს, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარებოდნენ, თუმცა მათ მიმალვა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში, რაც შეეხება მესამეს, მან მიმალვა შესძლო. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-განმარატავენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics