13:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 11:45:34, 499 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუსეინ ერჰან ერგუჯი და აზიზ ერგუჯი  დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, ქალაქ თბილისში, ბრალდებულებმა შესაბამისი რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე დაამონტაჟეს ინტერნეტ სიგნალის მიმღები სპეციალური მოწყობილობა ე.წ ,,სიმბოქსი’’, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი, ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენებით გარდაიქმნებოდა ლოკალურ ზარად და როგორც ქვეყნის შიგნით განხორციელებული ზარი, ისე მიეწოდება საქართველოში მოქმედ კავშირგაბმულობის კომპანიის აბონენტებს. დანაშაულებრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს და საქართველოში მოქმედ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სპეციალური მოწყობილობები, ე.წ ,,სიმბოქსები’’, სპეციალური გადამცემი ანტენები, კომპიუტერული ტექნიკა და ათეულათასობით სიმ ბარათი. 

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და მობილური ოპერატორებისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის დასადგენად. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics