02:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 10:03:18, 564 ნახვა

სხვადასხვა
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო სწავლება გაიმართა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სამხედრო სწავლება გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“  საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.


უწყების ინფორმაციით, 43-ე ბატალიონის სამხედროები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში გადიან წვრთნებს.

ტაქტიკურ მეცადინეობამდე ქართველ სამხედროებს საბრძოლო წვრთნები ავტომატურ საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდათ. სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორებში ამერიკული სამხედრო ჯავშანმანქანების გამოყენებით გაიმართა.


სამხედრო სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სისტემატურად ტარდება. მისი მიზანი 43-ე ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის მაღალ დონის შენარჩუნებაა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაშია ჩართული. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics