10:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 12:38:52, 903 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს შექმნაზე მუშაობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ დღეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, გიზო სართანიამ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე და მათ საჭიროებებზე ისაუბრა. სართანიამ ყურადღება გაამახვილა შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.

ამასთან, გამგებლის წარმომადგენლებს სპეციალური კითხვარი გადაეცათ, სადაც ჩამოთვლილია შემდეგი საკითხების მოკვლევა; რამდენი სკოლაა სოფელში, სწავლობს თუ არა შშმ პირი (რომელ კლასშია). ადპტირებულია თუ არა სკოლა, კლასი, სველი წერტილი? რამდენი სკოლამდელი დაწესებულებაა სოფელში, არიან თუ არა შშმ ბავშვები. ადაპტირებულია თუ არა ბაღი, სველი წერტილი?

ასევე კითხვარში მითითებულია სხვა დაწესებულებები, სადაც საჭიროა ადაპტაცია მათ შორის მშენებარე ობიექტებიც.

გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარებაში და იზრუნებს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაში. სართანია აქვე დასძენს, რომ გამგეობა შშმ პირთათვის მომვლელთა პროგრამას უკვე ახორციელებს და არა ერთ ბენეფიციარს გაეწია ამ პროგრამით დახმარება.

„მომვლელის პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეუძლიათ, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ“. – განაცხადა გიხო სართანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics