2019-03-17 19:43:14, 2920 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები კრასონდარში 6-22 დაამარცხა - ვიდეო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები კრასონდარში 6-22 დაამარცხა. საქართველო მიმდინარე სეზონის Rugby Europe-ის გამარჯვებულია.
პირველი ტაიმი საჯარიმო ლელოთი დასრულდა. მანამდე გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს და შედეგად ტაიმი 3-10 დამთავრდა ქართველთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა დებიუტშივე შეძლეს მეორე ლელოს დადება. ეს ცუცქირიძემ მოახერხა და ანგარიში 3-15 გახდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან