21:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 16:59:58, 697 ნახვა

რეგიონი
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორი ახალი განყოფილება გაიხსნა

აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორი ახალი განყოფილება გაიხსნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული სივრცე გათვალისწინებულია 65 წლისა და 65 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, ასევე ფსიქოსომატური აშლილობის მქონე (ნევროზული რეგისტრის) პაციენტთა სტაციონარული მომსახურებისათვის.

ღეს, ახალი განყოფილებები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მინისტრის მოადგილეებმა ლელა სურმანიძემ და ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელმა ნუგზარ სურმანიძემ, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.

ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი გერიატრიული განყოფილება 50 პაციენტზეა გათვლილი, ფსიქოსომატური აშლილობის მქონე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია 15 ადგილი.

განყოფილებებისთვის განკუთვნილ ფართს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიქმნა ადაპტირებული გარემო, კეთილმოეწყო მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, გართობის და დასვენებისთვის განკუთვნილი ოთახები. ასევე დამონტაჟდა ლიფტი.

მკურნალობა ითვალისწინებს მოვლა-პატრონობას, სამჯერად კვებას, ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფას. აღნიშნულ პროგრამებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს და აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მომსახურეობა უფასოა.

იხილეთ სამინისტროს პროგრამები:

ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობა

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ✆ +995 (422) 24-79-72, ✉ info.molhs@molhs.gov.ge , www.adjara.gov.ge

 

(NS)    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics