19:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 10:59:06, 738 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო

მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებები 1 მაისიდან მიმდინარეობს – შავიზღვისპირა ზოლში, სარფიდან-ანაკლიამდე ყველა სახის კოღოს წინააღმდეგ ჩატარდება სადეზინსექციო სამუშაოები. ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დეზინსექტანტით დამუშავდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა არეალი.

პირველი ეტაპი მოიცავს სამუშაოებს მაისისა და ივნისის თვეში, მეორე ეტაპი კი აგვისტოსა და სექტემბრის თვეში გაგრძელდება.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გასულ წელს იგივე სამუშაოებით 1,5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობი დამუშავდა, წელს კი ფართობი გაზრდილია 20 ათასი კვადრატული მეტრით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics