15:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 16:33:33, 513 ნახვა

რეგიონი
უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ბიზნესექტორის წარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპული იდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

დღესვე  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა  ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის მერიებს შორის, რომელსაც ხელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქალაქ მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ მოაწერეს.

 პოლონეთის დელეგაცია ხვალ ქალაქ ბათუმს ეწვევა.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics