2017-04-29 14:23:58, 750 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო.
სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან ერთად, ზღვის სანაპირო ზოლი სხვდასხვა სახის ნარჩენებისგან გაწმინდეს.
„ბუნების დაცვა ნარჩენებისგან და სუფთა გარემოს შენარჩუნება თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. მიხარია, რომ მსგავს აქციებში ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან. მინდა ყველას მოვუწოდ, თავი შეიკავონ ნარჩენების ადგილზე დატოვებისგან“, -აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
დასუფთავების აქცია დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან