14:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:54:29, 2387 ნახვა

ეკონომიკა რეგიონი
აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 200 ადამიანი გადამზადდება

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს მაჭახელას ხეობაში არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეები გაეცნენ. 

სამდღიანი ტრენინგ-მოდულებისას მონაწილეებს ისეთი თემების შესახებ ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, მარკეტინგი და კალკულაცია, სამეწარმეო და ფინანსური საკითხები, ასევე დასუფთავების სამსახურის სდანდარტები, კვების ორგანიზება, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებისთვის. ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცა, რომელმაც ტრენინგზე ყურადღება სოფლის ტურიზმის განვითარების საქმეში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ამ კუთხით საოჯახო-სასტუმრო სახლების ჩართულობაზე გაამახვილა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მთიან აჭარაში 200 ადამიანის გადამზადება მაისის შუა რიცხვებამდე იგეგმება. ტრენინგებს გერმანელ ექსპერტ ულიხ ტროსიენთან ერთად რეგიონში ტურისტული ბიზნესის წარმატებული  ტრენერები ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებენ. აქტიურ ტურისტულ სეზონს კი მაღალმთიან აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მომზადებულები შეხვდებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics