02:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 13:02:01, 774 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმში ღამით განვითარებულ მოვლენებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილიდან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს   მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო სიტუაციას.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა.

მთავრობის თავმჯდომარემ  ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დრო უნდა მისცენ, რომ კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება.

,,სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აქციაზე დაზარალებულები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა.

,,მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია   ის დატოვებს ამ კლინიკას",- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics