11:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 18:16:29, 1014 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რაჭის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საქართველოში მეღორეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე, ახალ რეგულაციებსა და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი ფერმერები დაავადებებთან ბრძოლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს გაეცნენ და ღორების გახშირებული სიკვდილიანობის თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ რჩევები მიიღეს.  

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უახლოეს მომავალში ესპანური კომპანია ,,NATIVE GEORGIAN“ რაჭაში, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ააშენებს ფერმებს ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით.

კომპანია ქართული ღორის ჯიშების განვითარების ხელშეწყობას, ხორცპროდუქტების სახით დამუშავებას და შემდგომში საერთაშორისო ბაზრებზე მათ რეალიზაციას აპირებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. 

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ასევე, რეგიონის რწმუნებულ-გებერნატორის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics