19:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:44:40, 616 ნახვა

რეგიონი
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 90 %-ით გაიზარდა

სექტემბერში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 90%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრების მომსახურებით თვის განმავლობაში 14 514 ვიზიტორმა ისარგებლა.

მათივე ინფორმაციით,  9 თვის მონაცემებით კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს  77 345 ტურისტი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102% მეტია.

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრების მომსახურების გამოყენების კუთხით განსაკუთრებით რუსი, უკრაინელი, თურქი და პოლონელი ტურისტები აქტიურობდნენ. მათი უმრავლესობა აჭარის ტურისტული ღირსშსანიშნაობების, გასტრონომიისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით არსებული ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებოდა.

ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობდა საინფორმაციო ცენტრებში განთავსებული აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტები და სუვენირები - მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა, ჯემები, მურაბები და ფელამუში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში აქვს. ცენტრებში ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების, პროდუქტების, მარშრუტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

მათ შორის საბაგიროსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტურისტული ცენტრები ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში უწევდა მომსახურებას. ოქტომბრიდან კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას საბაგიროსთან არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გააგრძელებს, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი საინფორმაციო ცენტრია აჭარაში.  

ინფორმაციის მიღება მსურველებს ასევე შეუძლია ცხელ ხაზზე 577 90 90 91 (93).

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics