18:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:17:55, 694 ნახვა

რეგიონი
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის იფნორმაციით, სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს  ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება ლექციები და პრეზენტაციები ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ. ფესტივალის ბოლო დღეს კი, შაუმთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე იგეგმება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციის და უკანონო ნადირობის შესახებ მოსახლეობის ცნობირების ამაღლების კუთხით გაწეულ 9 წლიან მოღვაწეობას ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები შეაჯამებენ.

„აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის. გასულ წელს რეგიონს 1,055,302  მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. შესაბამისად, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნების ორნითოლოგები და ამ დარგით გატაცებული ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ დარგიდან მიღებული შემოსვალებიც“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics