15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 18:58:13, 749 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო ფორუმზე

სასტუმროში ,,ჰილტონში" ლტოლვილთა დანიის საბჭომ, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით, საინფორმაციო ფორუმი გამართა.

ფორუმზე ორგანიზატორებთან ერთად სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გორგილაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ვიზიტორებს შესთავაზა საინფორმაციო–საგანმანათლებლო მასალები და ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისების შესახებ, რომელსაც მიმდინარე წელს ახორციელებს.

საინფორმაციო ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილებს, ეკო-მიგრანტებს და ადგილობრივი მასპინძელი თემის წარმომადგენლებს შესთავაზეს ინფორმაცია საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებით, კერძოდ: ვაკანსიები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაცვლით პროგრამები, ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერ სერვისები და სახელმწიფო პროგრამები. საინფორმაციო ფორუმზე თავიანთ პროდუქცია/სერვისი წარადგინა 30-ზე მეტი ორგანიზაციამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics