10:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 11:41:31, 996 ნახვა

რეგიონი
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა.

დღეს ადიდებული მდინარე ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე ცენტრალურ გზაზე გადავიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შპს "ბათუმის წყლის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები.

„წყლის მიწოდება ძველი ქსელის მომხმარებლებისთვის ამ დროისთვის შეზღუდულია. ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების მიხედვით ჩვენი ბრიგადები სამუშაოებს ახორციელებენ“, - აცხადებენ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

გარდა ამისა, როგორც "ექსპრესნიუსს" ბათუმის მერის პრეს-სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა უკვე გაკეთებულია და სტაბილური მდგომარეობაა.

"საღამოს გაკეთდება შემაჯამებელი განცხადება, თუ რა სამუშაოები ჩატარდა. 10-მდე გამოძახება დაფიქსირდა სახანძროში", - განაცხადეს ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში.

ბათუმში ამ დრომდე წვიმს. ამასთან, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics