10:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:52:15, 676 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მოაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მოაგო. უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მტავრობის პრესსამსახურმა აცნობა, სკვერში დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები და ნათესავები იმყოფებოდნენ. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს ორგანიზებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი უწევს. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების იმ შედეგების შესახებ ინფორმირებაა, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.

ცნობისთვის, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics