10:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 20:48:08, 607 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორამციით, ზურაბ პატარაძემ რაიონის შემოვლა სოფელ ზენითიდან დაიწყო, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ზენითს საბავშვო ბაღი არასოდეს ჰქონია და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით წლის ბოლომდე სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი ბაღი ექნება. საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. შენობის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა ეზო, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან სხვადასხვა დასახლებაში შეხვედრები გამართა. ისევ აქტუალური რჩება გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხები, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

ზურაბ პატარაძე ხალხთან შეხვედრების ფარგლებში სოფელ წყავროკაში მცხოვრებ - ნინო ნოღაიდელს ოჯახში ესტუმრა. ნინო ნოღაიდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე სურვილი გამოთქვა მასთან შეხვედრისა და გასაუბრების. რეგიონის ხელმძღვანელი კიდევ ერთი შშმ პირის - რუსუდან რომანაძის პიროვნებით დაინტერესდა, რომელიც იმავე სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა. ზურაბ პატარაძე მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ გვარაში არსებული ღვინის სახლი დაათვალიერა და ადრეული ყურძნის მოსავლის აღებაშიც მიიღო მონაწილეობა. გვარაში არსებული მეურნეობების დათვალიერების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აქამდე პრობლემატური და გაჭიანურებული სამუშაოები კომახიძის ქუჩაზე დღეს აქტიურად გრძელდება და ერთ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტურარებსა და ბორდიურებს. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის ფილებით მოპირკეთება მიმდინაორებს. ქალაქ ქობულეთში დაწყებულია ასევე ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები, სადაც თავმჯდომარემ ახალგაზრდებისათვის სპორტული სტადიონების მშენებლობის შესაძლებლობა განიხილა და მუნიციპალიტეტს ამ საკითხის შესწავლა სთხოვა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics