02:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 14:27:16, 1085 ნახვა

რეგიონი
დაპირისპირება ენმ-ს ოფისთან - „სულხან მოლაშვილი თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილა“ (ვიდეო)

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, „სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა  კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალებაში ბრალი „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდეს და შენობის კედლებზე ბანერების გაკვრას ცდილობდნენ.

აქციის მონაწილეებს ენმ-ს წარმომადგენლებმა ბანერების გაკვრის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს.

"ის არ გარდაცვლილა თავისი სიკვდილით. დღეს გულის ტკივილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ერთ ადამიანსაც, გინდ ხელისუფლების გინდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არავის არ მოსვლია თავში აზრად, რომ ბოდიში მოეხადა და მწუხარება გამოეთქვა მოლაშვილის ოჯახის წევრების წინაშე.  სულხან მოლაშვილმა ამხილა მიხეილ სააკაშვილი კორუფციაში, იმაში ამხილა, რომ საქართველოს ის მალე გაასხვისებდა და მართლაც არის დღეს გასხვისებული. ეს მოძრაობა უნდა დაიშალოს არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პარტიის “ჩვენი სამშობლო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო კვირიკაძემ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics