2016-05-04 10:54:34, 683 ნახვა
რეგიონი
7 მაისს მახუნცეთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ქედის მუნიციპალიტეტში უფასო სამედინო აქციები გრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად აქცია მახუნცეთის თემში ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები ჩაატარებენ.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, გინეკოლოგით, ენდოკრინოლოგით და ექოსკოპისტით.
ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული კვლევები, ასევე შაქრის განსაზღვრა სისხლში.
ქედის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქციები უკვე ჩატარდა მერისისა და ოქტომბრის თემებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან