14:24 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 14:20:49, 633 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ 6 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განკარგულებით და შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, 6 ეკომიგრანტ ოჯახს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში 6 ბინა საკუთრებაში გადაეცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალდნენ.

ბინები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა. პროცედურას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, 2013-2015 წწ აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს გადასცა.

2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ,,ეკომიგრანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა, რომლის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics