19:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 23:14:33, 828 ნახვა

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საქართველოში გერმანიის ელჩი ერთმანეთს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო. მან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ჰუბერტ ქნირშს ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დავების განხილვის  პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.

თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რომელიც სააარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები და ელჩს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics