2020-05-07 12:10:18, 12825 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად, 11 231-ით გაიზარდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელია.ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 177 160-მდეა გაზრდილი.
ამასთანავე, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ით გარდაცვალების 88 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 625-მდე გაიზარდა.
როგორც მოსკოვის მერმა, სეგეი საბიანინმა განაცხადა, ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა კორონავირუსზე მასობრივმა ტესტირებამ გამოიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან