2020-04-22 11:12:20, 11485 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ტესტი 32 პაციენტის ჩაუტარდა - ყველა პასუხი უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 32 პაციენტის კვლევის შედეგები უარყოფითია, - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდ19-ზე კვლევა კიდევ რვა პაციენტს ჩაუტარდება.
„47 პაციენტია კლინიკაში ამ წუთისთვის. მოგახსენებთ, რომ 32 კვლევაა დასრულებული და უარყოფითი პასუხია მოსული. 8 ადამიანის კვლევა გრძლედება და მათი პასუხი ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.
ამ წუთისთვის მძიმე კატეგორიის პაციენტი კლინიკაში არ გვყავს, არის საშუალო და მსუბუქი სიმძმის პაციენტები“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან