23:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 18:05:32, 13818 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და იყო 86 წლის.

„დღეს სამწუხაროდ ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა ქვეყანაში და პირველი ჩვენი ინფექციური საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. მე ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად 0-ს ვერ შევინარჩუნებთ გრაფაში. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტი ხანია ჩვენთან. პრაქტიკულად ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, პრაქტიკულად, დარჩენილი არ იყო ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის განმავლობაში ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ვფიქრობ, უფრო მეტიც გააკეთეს, რაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო მის სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics