16:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 13:29:04, 1013 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია

ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველა კრიტიკულ პაციენტს, მათი მდგომარეობა შემოყვანიდანვე მძიმე იყო, ახლა კი მძიმე მაგრამ კონტროლირებადია - ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მალე კლინიკას დატოვებენ.

„ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველა კრიტიკულ პაციენტს, ანუ რამოდენიმე პაციენტი გვიწევს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

80 წლის ქლბატონის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. მისი გერმოდინამიკა სტაბილურია, გაუმჯობესებულია ოქსიდენაციის პარამეტრები, ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და ფასდება როგორც სტაბილურად მძიმედ, მაგრამ დადაებითი დინამიკით.

მარნეულის წითელი ზონიდან ჩამოყვანილი, 79 წლის ქალბატონი შემოყვანილი იქნა კრიტიკულ მდგომარეობაში, დაუდასტურდა მწვავე პნევმატორექსი, რაც განპირობებული იყო სომატური პათოლოგიით, კლინიკუად სახეზეა სრული კახექსია, მკვეთრი წონის დეფიციტით. წონის კლება აღენიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია, მაგრამ მართვადი.

მოგეხსენებათ ჩვენ გავაგზავნეთ ტესტები საიდანაც მხოლოდ ერთი მოვიდა დადაებითი, ეს პაციენტი ინფექციონისტებს და თერაპევტებს გადაბარდათ. ასევე გვყავს პაციენტი რომელიც უნდა გაეწეროს უახლოეს საათებში, მისი პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა გაგზავნილია კიდევ ერთი  ტესტი და ვიმედოვნებთ მოვა ისევ უარყოფითი და ქალბატონი დატოვებს კლინიკას.

რას შეეხება ახალშბილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ და მივიღეთ ანტიგენ-ანტისხეულები უარყოფითი, ამიტომ მეან-გინეკოლოგების ზედამხედველობით დღეს დატოვებენ კლინიკას

ასევე გვყავს ორი ორსული, დედის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics