18:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:42:03, 3627 ნახვა

კულტურა
Black Sea Arena კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება

Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. იქნება კიდევ 150 და 170 ლარიანი ბილეთებიც. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. 

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებს გააცნობენ. 

კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება. 

პრესკონფერენციას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics