13:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 10:34:59, 1040 ნახვა

Lifestyle
თინა ხიდაშელი: Fb-ზე ჩამოვიქროლე,ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე, დედებზე და მშობლებზე

“Fb-ზე ჩამოვიქროლე, ძალიან ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ”,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“Fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ.

ეს არა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატო გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩქოლვა.

იქნებ მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ რომ სრულიად ქვეყანამ ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა მაშინვე ის გამახსენდა მე რომ გამოცდას ვაბარებდი. მახსოვს ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა იმის განცდა რომ ისინი გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისაგან გულწასულები დამხვდებოდნენ მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე არ მოსულიყვნენ.

მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა იქ გარეთ იდგა, იმიტომ რომ მათ ეს ამხნევბდათ და აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ რომ გარეთ გამოსული საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ.

მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად.

დაცინვა და ქილიკი კი სრულიად უადგილოა

რაჩემისაქმეამაგრამთავივერშევიკავესმაილიკი”,-წერს ხიდაშელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics