19:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 14:29:50, 798 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ პირველ 24 საათიან Drive-thru რესტორანს ხსნის

„ვისოლ ჯგუფი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ხვალ, 13 საათზე, „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტი „სმარტის“ გვერდით, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ პირველ 24 საათიან Drive-thru რესტორანს ხსნის. ახალი ობიექტის საზეიმო გახსნას ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია და “ვენდის” საერთაშორისო დელეგაცია დაესწრებიან.
„ვენდის“ პირველი Drive-thru რესტორანი „ვენდის“ ბურგერების, კაფისა და სათამაშო ზონებს გააერთიანებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებელს უკვე ექნება შესაძლებლობა დაზოგოს დრო და მანქანიდან გადმოუსვლელად, 24 საათის განმავლობაში, გზად გააყოლოს  „ვენდის“ უგემრიელესი საფირმო კერძები, უგემრიელესი იტალიური „ტრუჩილოს“ ყავა და ფროსტის დესერტები. „ვენდის“ ერთგულ მომხმარებლებს კი, 31 მაისამდე, ქათმის ფესტივალის ფარგლებში „ვენდის“ უგემრიელესი ქათმის პროდუქტების დაგემოვნება ნახევარ ფასად შეუძლიათ.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და ახლა უკვე აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics