20:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 11:28:33, 778 ნახვა

სამართალი
ლევან იზორია: შალვა აბულაძემ გაქცევა სცადა

შს მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის დაკავება ყოველგვარი დაზიანების გარეშე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აბულაძემ გაქცევა სცადა.

იზორიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ძებნილს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და თავად ჩაბარდა პოლიციას, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გამთენიისას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრის ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია განხორციელდა. ძებნილი ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, მიტოვებულ სახლში იმალებოდა. როდესაც ის ალყაში მოაქციეს, შეიარაღებულმა გაქცევა სცადა. ამ დროს პოლიციის გამაფრთხილებელ გასროლა მოახდინა და ძებნილი აიყვანეს. სპეცოპერაციის შედეგად არავითარ დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, განსხავებით იმ სპეცოპერაციებისგან, რომელიც ახლო წარსულიდან გვახსოვს, ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია, ნავთლუღის სპეცოპერაცია, სადაც სახელმწიფო სხვა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდა. ყველაფერი მაქსიმალურად კანონის დაცვით განხორციელდა და ძებნილი პირი დაკავებულია", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, რამინ მამედოვისა და შალვა აბულაძის დაკავებებს შორის კავშირი არაა და მამედოვს სამართლადამცავებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა ძებნის გამოცხადების დღიდან პოლიციას ინფორმაციას აქტიურად აწვდიდა და  მას ოპერაციის ეფექტიანად ჩატარებაში დაეხმარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics