2016-04-27 11:48:08, 752 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა ხორციელდება
აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ხორციელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწიენებს ულტრაბგერით გამოკვლევას, ონკოლოგის კონსულტაციას, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა კონსულტაციას, ონომარკერებზე ლაბორატორიული გამოკვლევას და ციტოლოგიურ გამოკვლევას.
პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ჩაუტარდება არანაკლებ 1600 ბენეფიციარს.
პროგრამას ახორციელებს "მედცენტრი" კლინიკა. უფასო გასინჯვები და კვლევები 2017 წლამდე გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან