20:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 14:01:39, 385 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება

აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, აჭარაში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.

„რაც ხდება აჭარაში ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. ეს არის პირდაპირ, სამწუხაროდ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი გაურიგდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მაგრამ რაც მთავარაია, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება იქ, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. ის, რომ ორმა, სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics