18:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 15:00:17, 707 ნახვა

სხვადასხვა
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი დაიწყო

დღეს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი გაიხსნა.
 
სასწავლო კურსი: „ფისკალური ანალიზი და პროგნოზირება", 11 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ექსპერტები -  ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მარტინ შინდლერი,  ამავე ინსტიტუტის ეკონომისტი მაქსიმ ივანინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი ხუან-ხოსე ფერნადეს ანსოლა გაუძღვებიან.
 
როგორც ცნობილია, პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.  
 
ამჟამად, სემინარში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების,  აგრეთვე ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები.
 
სასწავლო კურსის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც საერთაშორისო, ისე მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას.
 
ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics