20:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 18:09:52, 416 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ.

გვენეტაძეს სხვადასხვა კომიტეტებში მოუსმენენ, შემდეგ კი, კენჭს უყრიან.

პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს კენჭს 23 თებერვლამდე არ უყრიან, იმ დროის განმავლობაში სანამ პარლამენტი ახალ თავჯდომარეს აირჩევს, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოვალეობას, კოტე კუბლაშვილის პირველი მოადგილე შეასრულებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენასი სასამართლოს თავჯდომარის პოსტის დასაკავებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics