02:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 18:52:04, 600 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს. წელს პირველად აბიტურიენტებს თავდაცვის ანალიზის სპეციალობაზე მიიღებენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის დეტალებზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics