19:56 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 11:54:45, 413 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე უკმაყოფილოა იმით რომ გამოცემა პუბლიკამ ევროკავშირის ჯილდო მიიღო

„პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.

„პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო, რომ მთლიანად დათმეს სუვერენიტეტი", - განაცხადა კობახიძემ.

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025″ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 6 თებერვალს გაიმართა. ონლაინგამოცემა „პუბლიკამ” ევროკავშირის 3 პრიზი მოიგო.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2025-ის  გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ნინო თარხნიშვილი, „რადიო თავისუფლება”.

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – ბასტი მგალობლიშვილი, „პუბლიკა”

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი – „სტუდია მონიტორი“

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მინდია გაბაძე, „პუბლიკა”.

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თამუნა ჩქარეული, პროექტი 64.

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – ნათია ლევერაშვილი, „პუბლიკა”.

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში – არსენ სეფისკვერაძე, „მედსკრიპტუმი”.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics