15:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 17:24:10, 1165 ნახვა

სამართალი
ღობის საქმეზე შსს-მ კიდევ 16 ადამიანი დააკავა, ჯამში რეჟიმს ტყვეობაში ჰყავს 62 ადმიანი

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. ეს ოცნების  შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე თქვა.

მისი ცნობით, საქმეზე სულ ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.

"ჩვენ დავაკავეთ კიდევ 16 პირი. მიმდნარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა"- თქვა გელაძემ.

გელაძის ცნობით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სახელმწიფო ან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდაცველებზე ძალადობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics