02:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 21:45:25, 933 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერი, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან ერთად უნდა გადაწყდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ფინეთში ჩავიდა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრებს გამართავს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან.

„შეხვედრისას განვიხილავთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას, ინვესტიციებს უკრაინის იარაღის წარმოებაში, უკრაინის ევროინტეგრაციას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და ძალისხმევას ომის სამართლიანი დასრულებისთვის. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან ერთად უნდა გადაწყდეს“, – წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics