16:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 13:54:54, 2117 ნახვა

სპორტი
ქართული რაგბის პიონერი ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა

კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა ქართულ რაგბს,  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა.

დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში. ბავშვობაში დაინტერესებული იყო კალათბურთით და ფეხბურთით.

მართალია, რაგბის თამაში  გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისში, მაგრამ უკვე ორ წელიწადში სსრკ პირველი ნაკრების წევრი გახდა. უნივერსალი მორკინალი, 3-8 ნომერი. 

ქუთაიოსის „აიაში“ („სახლმშენი“, „მშენებელი“) საბჭოეთის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ბრინჯაოს (1985) პრიზიორი, ორგზის (1987,1990) თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი რაგბში და ლელობურთში; 

სსრკ ჩემპიონატის (1981) ბრინჯაოს პრიზიორო თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში;

საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩოხატაურის „ჯანის“ რიგებში. 

სსრკ ნაკრებში ევროპის ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. 

ბორჯღალოსანთა პირველი ტესტის მონაწილე (12.09.1989, ქუთაისი, ზიმბაბვე - 16:3) 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.

დაკრძალვა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის რაიონი სოფ შუაგორა; გამოსვენება 14 საათზე ქუთაისის რაგბის სტადიონიდან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics