21:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 11:20:50, 3580 ნახვა

კომენტარი
ბადრი ჯაფარიძე – სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, არანაირი დანაშაული არ არსებობს

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით გაასაჩივრებენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არანაირი დანაშაული არ მომხდარა და გაგრძელდება ბრძლა ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი ინსტიტუტის გადასარჩენად.

„ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა მუხლი, ფულის გათეთრების, მოახდინა გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ, ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics