17:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 12:49:25, 2643 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თავდაცვის ძალების ხელმძრვანელმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა: „ძვირფასო კადეტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენი და თქვენი თაობის ახალგაზრდების ცოდნასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სულისკვეთებით გააგრძელებთ სწავლას, შექმნით თქვენს პირად და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს“. კადეტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics